ოქმები

-ქალაქ თბილისის №130  საჯარო სკოლიპროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების
ჯგუფის სხდომის

ოქმი #1

. თბილისი                                                                                                         __ სექტემბერი 2015.

სხდომის დაწყების დრო: 14 30
სხდომას ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები:
1.    მაია კოპალიანი სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის დირექტორი (თავმჯდომარე);
2.    მანანა ხუციშვილი  სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე;
3.    ნინო თოდაძე  ფასილიტატორი;
4.    ნინო დვალაძე   ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენელი;
ჩამოთვალეთ ჯგუფის წევრები:
1.      ხათუნა ანდღულაძე;
2.      მარინე ქავთარაძე;
3.      მარინე დევდარიანი;
4.      ნანი ბიჭიაშვილი;
5.      ნინო კოხრეიძე;
6.      ნუნუ კასრელიშვილი;
7.      მარინე დარისპანაშვილი;
8.      ნინო დვალაძე;
9.      მარინე გურეშიძე;
10.  ფიქრია მოხევიშვილი;
11.  ნაირა მახარაძე;
12.  მანანა უტიაშვილი;
13.  ნინო კვინიკაძე;
14.  მელანო სოფრომაძე
15.  თამარ რევაზიშვილი

სხდომა გახსნა სსიპ ქალაქ თბილისის N130  საჯარო სკოლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

დღის  წესრიგი:

1.       პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მდივნის არჩევა;
2.       შეფასების ჯგუფის მუშაობის წესის შემუშავება/დამტკიცება;
3.       პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლების გაკვეთილზე დაკვირვების გრაფიკის  შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა;
4.       სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვების გრაფიკის  შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა;

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე _15
წინააღმდეგი -0
თავი შეიკავა -1

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.


საკითხი #1. პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მდივნის არჩევა;
მომხსენებელი: შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე - მაია კოპალიანი.
მოისმინეს: შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი. მან განმარტა, რომ შეფასების ჯგუფი, თავისი საქმიანობის წარმართვისას, უზრუნველყოფს სხდომების ჩატარებას გარკვეული საკითხების განხილვის მიზნით. სწორედ ამიტომ,  გამართული მუშაობისათვის აუცილებლად დასჭირდება მდივანი, რომელიც აწარმოებს შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმებს. თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეფასების ჯგუფის მდივანი არჩეულ უნდა იქნას ჯგუფის შემადგენლობიდან. ამიტომ, მოუწოდა შეფასების ჯგუფის წევრებს დაეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები.
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: შეფასების ჯგუფის წევრმა ხათუნა ანდღულაძემ შეფასების ჯგუფის მდივნის თანამდებობაზე დაასახელა კანდიდატურა-ნაირა მახარაძე. მან ხაზი გაუსვა დასახელებული კანდიდატის კვალიფიციურობასა და განათლებას, ასევე გამოცდილებას.

შეფასების ჯგუფის მდივნის ალტერნატიული კანდიდატურა სხდომაზე არ დასახელებულა.
შეფასების ჯგუფის წევრებმა კენჭი უყარეს წინადადებას,  შეფასების ჯგუფის მდივნად ნაირა მახარაძის  არჩევის შესახებ.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე16
წინააღმდეგი 0
თავი შეიკავა -0
დაადგინეს: შეფასების ჯგუფის მდივნად აირჩეულ იქნას  ნაირა მახარაძე.

საკითხი N2:  პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის  მუშაობის წესის დამტკიცება;
მომხსენებელი: სსიპ - ქალაქ თბილისის #130  საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მანანა ხუციშვილი
მოისმინეს:  დირექტორის მოადგილის ქალბატონი/ბატონი მანანა ხუციშვილის მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ N2 საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონმა მანანა ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“, ასევე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N72 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის შეფასების წესი“ და შეახსენა, რომ აღნიშნული დადგენილებების მიხედით სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის 2015 წლის ------- სექტემბრის N1 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფი, რომელიც შედგება სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის, ფასილიტატორის და კათედრების მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი  4  წევრისაგან.
დირექტორის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო, რომ ზემოთ მითითებული დადგენილებების შესაბამისად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი:
ü  მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე;
ü  მასწავლებელს ანიჭებს კრედიტქულებს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე;
ü  აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ü  მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ;
ü  აკვირდება მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და აფასებს მას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით;
ü  მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას წერილობითი ფორმით;
ü  მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე, ანიჭებს მასწავლებელს კრედიტქულებს;
ü  მასწავლებლის შეფასების ჯგუფი უზრუნველყოს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვებების შედეგების, შეფასებებისა და რეკომენდაციების განთავსებას ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის;
ü  მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე და იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ან მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

აღნიშნულ  საკითხზე აზრი გამოთქვეს:  დირექტორმა მაია კოპალიანმა.  ქალბატონმა მაია კოპალიანმა განაცხადა, რომ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის არსებობა მასწავლებელთა ხელშეწყობაა პროფესიული განვითარების გზაზე. მისი დანიშნულება არ არის მხოლოდ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ან პროფესიული საქაღალდის შეფასება და მისთვის კრედტქულების მინიჭება. შიდა სასკოლო დაკვირვების შედეგად მასწავლებლები იღებენ განმავითარებელ შეფასებას, რაც მათ მომავალ საქმიანობაში ეხმარება. საბოლოო შეფასების უმთავრესი მიზანი არის არა მასწავლებლის მიერ მიღწეული შედეგი, არამედ პროგრესი, რომელიც მან განიცადა უკუკავშირის საფუძველზე.
აზრი გამოთქვეს: შეფასების ჯგუფის წევრებმა ხათუნა ანდღულაძემ, თამარ რევაზიშვილმა. მათ აღნიშნეს, რომ შეფასების ჯგუფის წევრები მუშაობის პროცესში, ბუნებრივია, თავადაც ვითარდებიან პროფესიულად. მათ აქვთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ თავიანთი კოლეგების მუშაობას, გაესაუბრონ და მოისმინონ მათი მოსაზრებები, შეხედულებები, გაეცნონ მათ გამოცდილებას, ასევე იმუშაონ საკუთარ თავზე თავიანთი მოვალეობის უკეთ შესასრულებლად. ურთიერთთანამშრომლობა და პროფესიული დისკუსიები თანამშრომლებს შორის საშუალებას აძლევს ყველა მონაწილეს განვითარდეს პროფესიულად.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსება, რომ მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად შეფასების ჯგუფის წევრების მიერ შემუშავებულ იქნა შეფასების ჯგუფის სამოქმედო გეგმა - მუშაობის წესი  და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა კენჭი ეყარა წარმოდგენილი სხდომაზე წარმოდგენილი შეფასების ჯგუფის მუშაობის წესისათვის.


კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:
მომხრე  -14
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა -2

კენჭისყრის შედეგად  მასწავლებლის შეფასების ჯგუფმა დაადგინა:

დამტკიცდეს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მუშაობის წესი დანართი N1-ის შესაბამისად.

                                 
საკითხი #3:  პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლების გაკვეთილზე დაკვირვების გრაფიკის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა

მომხსენებელი:  შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე - მაია კოპალიანი
მოისმინეს: მაია კოპალიანის მოხსენება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. მან შეფასების ჯგუფის წინაშე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მე-5 თავის შესაბამისად: მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, ოთხი წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, აკვირდება პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებ, აფასებს მა გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით და აძლევგანმავითარებელ შეფასებას; დაკვირვების უმთავრესი მიზანია, დაეხმაროს მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებაში განმავითა­რებელი კომენტარებით.

აღნიშნული დაკვირვება უნდა განხორციელდეს არაუმეტეს ოთხი წლის განმავლობაში. იგი ხორციელდება პრაქტიკოსი მასწავლებელისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, ხოლო უფროსი მასწავლებელისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების მიზნით.

შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ ჯგუფის წევრებს მოახსენა, რომ შემდეგ სხდომაზე უნდა მოხდეს გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკის შემუშავება, რომელიც შედგენილი იქნება თითოეულ მასწავლებელთან შეთანხმებით.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ნინო დვალაძემ  განმარტა, რომ სქემის შესაბამისად შესაძლებელია მასწავლებელთა შეფასების ჯგუფმა, პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე განხორციელებული დაკვირვება, შეაფასოს არადამაკმაყოფილებლად. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია, მოითხოვოს კიდევ ერთი გაკვეთილის ჩატარება და მასზე დაკვირვების განხორციელება. მანვე აღნიშნა, რომ დაკვირვება უნდა განხორციელდეს ოთხი წლის განმავლობაში სქემაში ჩართვიდან, მაგრამ ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი გათვალისწინებულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად, თუ მასწავლებლისთვის სქემის ამოქმედების პირველი წელი წარუმატებელი იქნება, მას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად და­მატებით მიეცემა კიდევ ერთი წელი.


კენჭისყრის შედეგები:
მომხრე  - 16
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა -0

კენჭისყრის შედეგად  მასწავლებლის შეფასების ჯგუფმა დაადგინა: დაევალოს მასწავლებელებს 2015 წლის 14 დეკემბრამდე წარმოადგინონ წერილობითი განცხადება გაკვეთილზე დაკვირვების მოთხოვნით, რომლის მიხედვითა დაიგეგმება პრაქტიკოსი ან/და უფროსი მასწავლებლების გაკვეთილზე დაკვირვების გრაფიკი.

საკითხი #4:  სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვების გრაფიკის  შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა
მომხსენებელი: შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე - მაია კოპალიანი.
მოისმინეს: ჯგუფის თავმჯდომარის მაია კოპალიანის მოხსენება დღის წესრიგით  გათვალისწინებულ  მეოთხე  საკითხთან  დაკავშირებით.  ქალბატონმა  მაია კოპალიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო რომ სამოდელო გაკვეთილი არის წამყვანი მასწავლებლის ან მენტორი მასწავლებლის მიერ ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი. ქალბატონმა -თავმჯდომარენ განიხილა სამოდელო გაკვეთილის თავისებურება და განმარტა, რომ წამყვანი მასწავლებელი, სტატუსის შესანარჩუნებლად, და მენტორის -სტატუსის მოსაპოვებლად, სქემით დადგენილი ვადის განმავლობაში (არაუმეტეს 5 წელი) ატარებს სამოდელო გაკვეთილებს, რომლებსაც აკვირდება მასწავლების შეფასების ჯგუფი, აფასებს რუბრიკის გამოყენებით და ანიჭებს კრედიტქულებს. ამ ტიპის გაკვეთილს უნდა ესწრებოდნენ კათედრის სხვა წარმომადგენლებიც, რადგან სამოდელო გაკვეთილის დანიშნულება სწორედ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა საკუთარი კოლეგე­ბისთვის. სამოდელო გაკვეთილის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ იგი უნდა განსხვავდებოდეს ყოველდღიური გაკვეთილებისგან და გვთავაზობდეს რაიმე სიახ­ლეს, არასტანდარტულ, შემოქმედებით მიდგომას სწავლა-სწავლებაში. სამოდელო გაკვეთილი შეიძლება იყოს პროექტ-გაკვეთილიც ან ინტეგრირებული გაკვეთილი.
წამყვანმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა ჩაატაროს 5 სამო­დელო გაკვეთილი.
ჯგუფის თავმჯდომარემ ქალბატონმა მაია კოპალიანმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, წამყვანი (შემდგომში - მენტორი)  მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე, ანიჭებს მას კრედიტქულებს.  შემდეგ სხდომაზე უნდა მოხდეს გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკის შემუშავება, რომელიც შედგენილი იქნება თითოეულ მასწავლებელთან შეთანხმებით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა კენჭი ეყარა განხილული საკითხისათვის.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  - 16
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა -0

კენჭისყრის შედეგად  მასწავლებლის შეფასების ჯგუფმა დაადგინა: დაევალოს წამყვან ან/და მენტორ მასწავლებელებს 2015 წლის 14 დეკემბრამდე წარმოადგინონ წერილობითი განცხადება სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვების მოთხოვნით.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო: 1600 სთ.

სხდომის თავმჯდომარე:                                                         /ნინო თოდაძე/
სხდომის მდივანი:                                   /ნაირა მახარაძე   

No comments:

Post a Comment